წოწკოლაური: ორ წელიწადში მოხდება მათი შენობიდან გაყვანა და ალტერნატიულ შენობაში შეშვება

გამოწერა
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური ინფექციურ საავადმყოფოსთან დაკავშირებული დავის შესახებ საუბრობს.
წოწკოლაური: ორ წელში მოხდება მათი შენობიდან გაყვანა და ალტერნატიულ შენობაში შეშვება
„უკვე დაწყებულია ის  პროცესი, რომლის თანახმადაც, ორი წლის თავზე მოხდება ინფექციური საავადმყოფოს პერსონალის შენობიდან გაყვანა და ალტერნატიულ შენობაში შეშვება, რომელიც იქნება სათანადოდ მოწყობილი ამ პროცესებისთვის. იმედი გვაქვს, კომპანია მიიღებს ჩვენ შეთავაზებას და მოხდება კონტრაქტის კიდევ ორი წლით გაგრძელება“, – ამბობს წოწკოლაური.

კომპანია „ავერსი ფარმა“ მის საკუთრებაში არსებული ტერიტორიის დაცლას ითხოვს. საუბარია თბილისში, ყაზბეგის გამზირზე არსებულ იმ ტერიტორიაზე, სადაც ინფექციური საავადმყოფოა განთავსებული. უძრავი ქონება „ავერსმა“ 2009 წელს შეიძინა და 2019 წლის იანვრამდე ფართს ინფექციურ საავადმყოფოს იჯარის საფუძველზე უთმობდა. დღეს კი კომპანიაში იჯარაზე უარს ამბობენ. როგორც ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, საავადმყოფოს ფუნქციონირებას საფრთხე ექმნება და ითხოვენ, რომ ახალ შენობაში გადასვლამდე ძველ ტერიტორიაზე მუშაობის საშუალება მიეცეთ.

ყველა ახალი ამბავი
0