ილია მხეიძე: ისეთი წარმოდგენა გვაქვს, თითქო დროის პატრონები ვართ და ყველაფერს მოვასწრებთ

გამოწერა
კინომცოდნე, ფილოსოფოსი ილია მხეიძე რეჟისორ ოთარ იოსელიანის ფილმის „იყო შაშვი მგალობელი“ მაგალითზე ადამიანის ცხოვრებაზე და დაკარგულ ფასეულობებზე საუბრობს.
ილია მხეიძე: ისეთი წარმოდგენა გვაქვს, თითქო დროის პატრონები ვართ და ყველაფერს მოვასწრებთ
„ოთარ იოსელიანის ფილმი „იყო შაშვი მგალობელი“ თავის დროზე მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფილმებში შევიდა.  ახლაც გარკვეული რეიტინგით მსოფლიოს საუკეთესო 100 ფილმშია შესული.  ფილმში ყველაფერს რაც ხდება თითქოს ყველაფერს შემთხვევითი ხასიათი აქვს. თუმცა საერთო სურათს მასში მოცემული დეტალები ისე აერთიანებს, რომ რწმუნდები- შემთხვევითი არაფერია. ხშირად მეორდება მსგავსი სცენები, ანუ ის, თუ რამდენჯერაა ხიფათი ამ გმირის ცხოვრებაში. ყველაფრიდან გამომდინარე, ადამიანის ცხოვრება ისეა, რომ მან ყველაფერი უნდა მოასწროს. სჯერა, რომ ყველაფერი მოესწრება-დღეს თუ არა, ხვალ მაინც, მაგრამ ეს ასეა არ არის. დასასრული და სიკვდილი ჩვენგან სულ ერთი ფეხის ნაბიჯზეა, ამიტომ დროს უნდა მოუფრთხილდე.“- ამბობს ილია მხეიძე სატელევიზიო გამოსვლაში.

კინომცოდნე, ფილოსოფოსი ილია მხეიძე ამბობს: „მთელი ამ თავგადასავლიდან მატერიალური მხოლოდ ის ლურსმანი რჩება, რომელსაც ფილმის გმირი კედელზე მიაჭედებს და მასზე ქუდს დაკიდებს.“

ყველა ახალი ამბავი
0