ჯაბა კილაძე: რას გვთავაზობთ? ადამიანები, რომლებიც ოდნავ განსხვავებულები არიან ჩავქოლოთ?

© Facebook / Jaba Kiladzeჯაბა კილაძე
ჯაბა კილაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსახიობი ჯაბა კილაძე ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟზე საზოგადოებას საჯაროდ მიმართვას
ჯაბა კილაძე: რას გვთავაზობთ? ადამიანები, რომლებიც ოდნავ განსხვავებულები არიან ჩავქოლოთ?
„ყველა ადამიანს, რომელიც გულანთებული ცდილობს ვინმეს ჩაქოლვას, მინდა ვთხოვო, რომ დაფიქრდით რას აკეთებთ. მზად ხართ იმ მოქალაქეებს გადაუაროთ, ჩაქოლოთ იმიტომ, რომ ჩვენგან რაღაცით განსხვავებულია. ჩვენ ქვეყანას დასაკარგი შვილები არ ჰყავს. შეიგნეთ, რომ კულტურას ჩარჩო არ გააჩნია. ეს არის პროფესია, ეს არის თეატრი და კინო! თქვენ ეხებით და ერევით პროფესიაში, სადაც მხოლოდ მაყურებლის სტატუსით უნდა ბრძანდებოდეთ“ - აღნიშნა ჯაბა კილაძემ.

მსახიობის განმარტებით, ხელოვნებას ჩარჩო და საზღვრები არ გააჩნია, მისთვის მსახიობობა არის პროფესია, რომელმაც არა ერთ დიქტატორულ რეჟიმს მოუგრიხა კისერი.

ყველა ახალი ამბავი
0