გიორგი გაბუნია: პატრიარქი შემეცოდა – აღარ გვრჩება არაფერი წმინდა და მუდმივი

© photo: courtesy of Giorgi Gabuniaგიორგი გაბუნია
გიორგი გაბუნია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია საპატრიარქოს გარშემო მიმდინარე მოვლენებს, სინოდის სხდომას და მეუფე პეტრეს სკანდალურ განცხადებებს შეეხო და აღნიშნა, რომ პატრიარქთან დაპირისპირების ეს ფორმა მისთვის მიუღებელია.
გიორგი გაბუნია: პატრიარქი შემეცოდა - აღარ გვრჩება არაფერი წმინდა და მუდმივი
„რაც უფრო დიდხანს ვუსმენდი პატრიარქზე თავდასხმებს, მით უფრო მეტად ვხვდებოდი ერთ რამეს – რომ შემეცოდა პატრიარქი. ამ დღის ბოლოს შიგნით რაღაც საშინლად დიდი და ყრუ სიცარიელე ვიგრძენი. არა იმიტომ, რომ პატრიარქს ჩემ ცხოვრებაში განსაკუთრებულად დიდი ადგილი ეჭირა. არც მეუფე პეტრეს ბრალდებები იყო მოულოდნელი, რადგან ასეთი ჭორები ადრეც მქონდა გაგონილი. მივხვდი, რომ რაღაც უფრო დიდი მაწუხებდა. ვანგრევთ არსებულს ისე, რომ არ ვიცით, როგორ ავაშენოთ უკეთესი“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

გიორგი გაბუნიას აზრით, წლებთან ერთად ყველა გმირს ვკარგავთ, ან ჩვენივე ხელით ვანადგურებთ, აღარ გვრჩება არაფერი წმინდა და მუდმივი.

ყველა ახალი ამბავი
0