ფირცხალაშვილი: მე არ შემიძლია შევიგინო, არ შემიძლია ვლანძღო, ვთათხო. ჩემი იარაღი არის ეს

© Photo: Bartlome Pirtskhalashvili / FBბართლომე ფირცხალაშვილი
ბართლომე ფირცხალაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასულიერო პირი, არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილი საუბრობს იმაზე, რატომ დაწერა, რომ მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველიდა.
ფირცხალაშვილი: მე არ შემიძლია შევიგინო, არ შემიძლია ვლანძღო, ვთათხო...
„თქვენ ფიქრობთ, რომ ხართ ჟურნალისტები და კუდს როგორც გინდათ, ისე აბამთ. არ მისურვებია, მე ვუთხარი მას, ვთქვი, რომ ანიტა რაჭველიშვილს ყელზე კიბო უშველიდა. არც მისურვებია და არც დამიწყევლია. თქვენ ჩემზე კარგად იცით, როდის დამიწყევლია და ვინ დამიწყევლია და რატომ დამიწყევლია, შემიძლია გითხრათ. მე ვთვლი, რომ ადამიანი თავის საქმეს უნდა აკეთებდეს. მე არ შემიძლია შევიგინო, არ შემიძლია ვლანძღო, ვთათხო. ჩემი იარაღი არის ეს, რომ ადამიანი მოვიდეს გონებაზე“, – ამბობს მამა ბართლომე ფირცხალაშვილი.

რამდენიმე დღის წინ არქიმანდრიტმა ბართლომე ფირცხალაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილს „ყელის კიბო უშველიდა“, რასაც საზოგადოების გაღიზიანება და მძაფრი კომენტარები მოჰყვა. მეცო-სოპრანოს მიმართ სასულიერო პირის აგრესიული სიტყვები ანიტა რაჭველიშვილის პოსტმა გამოიწვია, რომელიც ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის გადასარჩენად გადარიცხულ 1,1 მლნ დოლარს ეხებოდა. 

ყველა ახალი ამბავი
0