მამა მიქაელი: მისმა უწმინდესობამ დაუთმო მეუფე პეტრეს

© photo: Miqaeli Bregvadze / FBმიქაელ ბრეგვაძე
მიქაელ ბრეგვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამა მიქაელი (ბრეგვაძე) 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის განხილვის შესახებ საუბრობს.
ბრეგვაძე: მისმა უწმინდესობამ დაუთმო მეუფე პეტრეს
„ჩემი შეფასება ასეთია: პატრიარქის ეს ინიციატივა და სინოდის მიერ წამოყენებული ეს საკითხი იყო სრულიად გულწრფელი. რატომ მჯერა ამ გულწრფელობის? – ეს იყო კომპრომისი. იმიტომ რომ იცოდნენ მეუფე პეტრეს დამოკიდებულება და მისი მოთხოვნებიც. დაიწყო თუ არა სინოდი, გავიდა მამალაძის საკითხი, რომ ამის მერე პეტრე დაკმაყოფილებულიყო და არ გადასულიყო იმ პროვოკაციაზე, რაც მოხდა. მისმა უწმინდესობამ დაუთმო და ჰკითხა, გინდა მამალაძის გამოშვება? – ჩვენგან იქნება შუამდგომლობა“, – ამბობს მამა მიქაელი.

წმინდა სინოდის რიგგარეშე სხდომაზე 31 ოქტომბერს გიორგი მამალაძის საკითხი განიხილეს და გადაწყვიტეს შემდეგი: „დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელსაც შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება, გაეწიოს შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე, მისი ოჯახის რთული მდგომარეობისა და არაერთგზის თხოვნის გათვალისწინებით“.

ყველა ახალი ამბავი
0