სალომე ღვინიაშვილი: მთელი თბილისი არჩევდა ჩვენს ურთიერთობას

© Facebook / PrimeShowსალომე ღვინიაშვილი
სალომე ღვინიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სალომე ღვინიაშვილი იხსენებს თავის ბავშვობას, სკოლას და რა როლი შეასრულა მის ცხოვრებაში პირველმა მეუღლემ.
სალომე ღვინიაშვილი: მთელი თბილისი არჩევდა ჩვენს ურთიერთობას
„ბავშვობაში დედას არ ვუყვებოდი საიდუმლოებებს, ახლა უფრო ვუყვები, რაც გავიზარდე. სკოლის პერიოდი ძალიან კარგად მახსენდება, ვსწავლობდი გამორჩეულ 55-ე სკოლაში და ჩემს კლასელებთან დღემდე ვმეგობრობ. სკოლამ დიდი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში. ბავშვობაში სულ თავში მქონდა ის, რომ სამხატვრო აკადემიაში ჩამებარებინა. მამას აკადემიაში მივყვებოდი ლექციებზე. თუმცა როცა გავიზარდე, გავაცნობიერე, რომ ეს უფრო ოჯახის გავლენა იყო. ბევრჯერ მიფიქრია, რომ სხვა სფეროში უფრო წარმატებული ვიქნებოდი. როცა ზურა გავიცანი ძალიან კომუნიკაბელური ადამიანია და მეგონა, რომ მთელი ცხოვრება ვიცნობდი. ვიცოდი, მასაც მოვწონდი და მეც მქონდა სიმპათიები. მივხვდი, რომ ამ ადამიანის გარეშე ვერ გავძლებდი“- ამბობს სალომე ღვინიაშვილი სატელევიზიო გადაცემაში.

მოდელი სალომე ღვინიაშვილი პირველ მეუღლესთან განშორების ამბავს იხსენებს: „მაშინ პატარა ვიყავი და ალბათ ბევრ რამეს ვერ ვაცნობიერებდი. პირველ მეუღლესთან განშორება ადვილად ვერ გადავიტანე.“

ყველა ახალი ამბავი
0