კიღურაძე: CV-ში მოკლედ უნდა იყოს აღწერილი ინფორმაცია, რის თქმაც გსურთ დამსაქმებლისთვის

© photo: Salome Kiguradze / FBსალომე კიღურაძე
სალომე კიღურაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
HR სპეციალისტი სალომე კიღურაძე საუბრობს იმაზე, როგორ უნდა დავწეროთ რეზიუმე, რომ დამსაქმებელი დავაინტერესოთ.
კიღურაძე: CV-ში მოკლედ უნდა იყოს აღწერილი ინფორმაცია, რის თქმაც გსურთ დამსაქმებლისთვის
„ალბათ იდეალური CV-ს „რეცეპტი“ არ არსებობს, რადგან მაინც ინდივიდუალიზმამდე მიდის ყველაფერი. როდესაც თქვენ აგზავნით რეზიუმეს რომელიმე კომპანიაში რაიმე პოზიციაზე, აუცილებელია გაგზავნამდე კიდევ ერთხელ გადახედოთ თქვენს მონაცემებს და გაითვალისწინოთ ის მოთხოვნები, რასაც ითხოვს ეს კომპანია. რეზიუმე უნდა მოარგოთ იმ პოზიციას და კომპანიას, სადაც გზავნით“, – ამბობს სალომე კიღურაძე.

HR სპეციალისტის განცხადებით, რეზიუმეში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული პირადი მონაცემები, ასევე მოკლედ და კონკრეტულად უნდა იყოს აღწერილი ის ინფორმაცია, რომლის მიწოდებაც გსურთ დამსაქმებლისთვის.

 

ყველა ახალი ამბავი
0