ნინი ბადურაშვილი: „აუცილებლად ისე მოხდება, რომ რაღაც განცდებში აღმოვჩნდები...“

© Photo: Nini Badurashvili / FBნინი ბადურაშვილი
ნინი ბადურაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მომღერალი ნინი ბადურაშვილი საუბრობს საკუთარ ცხოვრებაზე, მეგობრებზე, ცრურწმენასა და სიზმრებზე.

 

ნინი ბადურაშვილი: „აუცილებლად ისე მოხდება, რომ რაღაც განცდებში აღმოვჩნდები...“
„საერთოდ ცრურწმენების არ მჯერა, თუმცა ადრე მკითხავებით ვიყავი გატაცებული და მათთან ხშირად დავდიოდი. სულ მაინტერესებდა: რას მეტყოდა და თუ ახდებოდა. ახლა აღარ დავდივარ, თუმცა, მჯერა, რომ არიან ადამიანები, რომლებიც რაღაც ნიჭით არიან დაჯილდოებული. არ ვიცი ეს ბოროტი ძალაა თუ კეთილი, მაგრამ ფაქტია, ასეთები სიმართლეს ამბობენ. ახლა არ ვთვლი საჭიროდ, რომ ადამიანმა მკითხავთან იაროს და თავისი მომავალი იცოდეს, იმიტომ, რომ მერე მასზე დამოკიდებული ხდები. სიზმრების კი მჯერა და ჩემი ახსნები მაქვს.“- ამბობს ნინი ბადურაშვილი სატელევიზიო გადაცემაში.

მომღერალი ნინი ბადურაშვილი ამბობს: „მეგობრებს ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს. ძალიან დიდი კლასი მყავდა და ყველაზე ძველი მეგობრები სკოლის პერიოდიდან მომყვებიან“.

ყველა ახალი ამბავი
0