გახარია: ჩვენ საქართველოს ვუყურებთ და აღვიქვამთ, როგორც კარიბჭეს

გამოწერა
გახარია: ჩვენ საქართველოს ვუყურებთ და აღვიქვამთ, როგორც კარიბჭეს

 

გახარია: ჩვენ საქართველოს ვუყურებთ და აღვიქვამთ, როგორც კარიბჭეს
„თუ შევხედავთ საქართველოს, როგორც რეგიონალურ ჰაბს, მნიშვნელოვან განსხვავებას მივიღებთ. ჩვენ საქართველოს ვუყურებთ და აღვიქვამთ, როგორც კარიბჭეს, არა მხოლოდ კავკასიის, არამედ შუა აზიის, შემდგომ ევროპის და უფრო მსხვილ დასავლეთ და აღმოსავლეთ ბაზრებზე წვდომისთვის. ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსთან ერთად თქვენ დაგხვდებათ საინვესტიციო , რომლებიც საშუალებას გაძლევთ 2 და 3 მილიარდიანი სამომხმარებლო ბაზრებზე წვდომისთვის“, - ამბობს გახარია.

თბილისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პატრონაჟით, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ მიმდინარეობს. ღონისძიება დღეს გაიხსნა და ხვალ დასრულდება. ფორუმს 60-ზე მეტი ქვეყნის 2 ათასზე მეტი დელეგატი ესწრება, მათ შორის 30-ზე მეტი ოფიციალური დელეგაციისა და 400-მდე უცხოური კერძო სექტორის წარმომადგენელი.

ყველა ახალი ამბავი
0