თურნავა: მთავრობა კვლავ ერთგულია ამ პროექტის

გამოწერა
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ შესახებ საუბრობს.
თურნავა: მთავრობა კვლავ ერთგულია ამ პროექტის
„მთავრობა კვლავ ერთგულია ამ პროექტის. 2017 წლიდან მოყოლებული ექვსჯერ მოხდა გადავადება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პროექტს, მთავრობამ ეს არაერთგზის დაამტკიცა. ჩვენი გადაწყვეტილება, არ ვისარგებლოთ კონტრაქტით მონიჭებული უფლებით, არ დავიწყოთ კონტრაქტის მოშლა და მივცეთ წლის ბოლომდე ვადა კონსორციუმს, არის დასტური იმისა, რომ ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ და ვაცდით ინვესტორს, შეასრულოს ბოლოს და ბოლოს თავის თავზე აღებული ვალდებულებები. ჩემი მოწოდება იქნება, მიხედონ საქმეს“, – ამბობს ნათია თურნავა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ქართულმა კომპანია TBC Holding-მა და ამერიკულმა კომპანია Conti International LLC-მ დააფუძნეს. კონსორციუმში შედიან ასევე SSA Marine (აშშ), British Wondernet Expres (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd. (ბულგარეთი). აგვისტოს შუა რიცხვებში ამერიკულმა კომპანია Conti group-მა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან" გასვლის შესახებ განაცხადა, ამის გამო პროექტის განხორციელება საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0