თალაკვაძე: დავით-გარეჯთან დაკავშირებით შემდგომი შეთანხმებები წინ გვაქვს

© photo: Archil Talakvadze / FBარჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დავით-გარეჯთან დაკავშირებულ მოვლენებზე საუბრობს.
თალაკვაძე: დავით გარეჯთან დაკავშირებით შემდგომი შეთანხმებები წინ გვაქვს
„მივესალმებით, რომ პრემიერ-მინისტრი და მთავრობა დავით-გარეჯის მიმართულებით ქმედით ნაბიჯებს დგამენ. ეს საკითხი ორმხრივი თანამშრომლობის, საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივ ფორმატში, მოლაპარაკებების გზით უნდა გადაიჭრას. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგმულია. ხაზგასმით გამოვყოფდი გიორგი გახარიას სამუშაო ვიზიტს აზერბაიჯანში, რომელსაც, როგორც იკვეთება, კონკრეტული შედეგი აქვს. ვფიქრობ, ამ პოზიტიურ ტენდენციას შევინარჩუნებთ და საბოლოოდ ოპტიმალურ გადაწყვეტილებას მივაღწევთ“, – ამბობს არჩილ თალაკვაძე.

პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ აზერბაიჯანი და საქართველო პოზიტიურ ტენდენციას შეინარჩუნებენ და საბოლოოდ ოპტიმალურ გადაწყვეტილებას მიაღწევენ.

ყველა ახალი ამბავი
0