გია ყანჩელი: „დისიდენტებმა კი არ დაიწყეს სისტემის ნგრევა, არამედ სვინგის მუსიკამ დაიწყო“

© courtesy of Vivacelloკომპოზიტორი გია ყანჩელი
კომპოზიტორი გია ყანჩელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გია ყანჩელი ამ ჩანაწერში იხსენებს თავის წარსულს, ბავშვობასა და სვინგის მუსიკასთან მის პირველ შეხებას.
გია ყანჩელი: „დისიდენტებმა კი არ დაიწყეს სისტემის ნგრევა, არამედ ეს სვინგის მუსიკამ დაიწყო“

„სვინგის მუსიკა ისე მიყვარდა, რომ გლენ მილერისა და დიუკ ელინგტონის გენიალური თემები ფორტეპიანოზე სმენით გავარჩიე. განსხვავებით სხვა მუსიკოსებისგან, ჩემი მუსიკალური გათვითცნობიერება ბეთჰოვენითა და შებერტით არ დაწყებულა. იმ ადამიანებით დაიწყო, ვისი გვარებიც ახლა ვახსენე. რა თქმა უნდა როდესაც ჯანსუღ კახიძეს შევხვდი, მან ჩემი მსოფლმხედველობა მთლიანად შემოატრიალა.“- ამბობს გია ყანჩელი სატელევიზიო გადაცემაში.

გია ყანჩელი-ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერი. აღსანიშნავია მისი სიმფონიური თხზულებები. 1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ „ინ მემორია მიქელანჯელო“ მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა. ნაყოფიერად თანამშრომლობდა რუსთაველის თეატრთან. დაწერა მუსიკა რობერტ სტურუას საუკეთესო სპექტაკლებისათვის: „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“, „ჰამლეტი“, „ქალი-გველი“, „მეთორმეტე ღამე“.

დაწერილი აქვს ოპერა „და არს მუსიკა“, ექვსი სიმფონია, ნაწარმოებები სიმფონიური ორკესტრისათვის, მუსიკა სპექტაკლებისთვის: „ხანუმა“, „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“ და მუსიკა კინოფილმებისთვის: „არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „მიმინო“, „შერეკილები“, „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, „როცა აყვავდა ნუში“ და სხვა.

ბოლო წლებში კომპოზიტორი ცხოვრობდა ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში, მაგრამ კავშირი საქართველოსთან კავშირი არ გაუწყვეტია. გარდაიცვალა 2019 წლის 2 ოქტომბერს.

 

ყველა ახალი ამბავი
0