ძირკვაძე: უკვე 15 წელია, რაც ორივე სახის, შაქრიანი და უშაქრო დიაბეტი მაქვს

გამოწერა
ვოლფრამის სინდრომის მქონე, უსინათლო ჯანო ძირკვაძე საუბრობს იმაზე, როდის დაიწყო მაკეტების შექმნა.
ძირკვაძე: უკვე 15 წელია, რაც ორივე სახის, შაქრიანი და უშაქრო დიაბეტი მაქვს

„დავიბადე ასპინძის რაიონში, სოფელ რუსთავში. ამჟამად ქალაქ რუსთავში ვცხოვრობ მამიდასთან. 21 წლის ვარ. ახლახან დავამთავრე საქართველოს ბიზნეს–აკადემია, სადაც შევისწავლე საოფისე საქმეები. ექვსი წლის ვიყავი, როცა მაკეტების კეთება დავიწყე. სწორედ ამ ასაკში გამიჩნდა შაქრიანი დიაბეტი. შვიდი წლის შემდეგ ამას უშაქრო დიაბეტიც დაემატა. უკვე 15 წელია, რაც ორივე სახის დიაბეტი მაქვს“, – ამბობს ძირკვაძე.

ჯანო ძირკვაძეს უიშვიათესი გენეტიკური დაავადება – ვოლფრამის სინდრომი აქვს. გარკვეულ ასაკში ამ სინდრომის მქონე პაციენტებს უვითარდებათ უშაქრო დიაბეტი, მხედველობის დაქვეითება, ნეიროსენსორული სიყრუე და სხვ.

ჯანო ექვსი წლიდან ქმნიდა მაკეტებს. უკვე სამი წელია მხედველობის სერიოზული პრობლემები შეექმნა და მხოლოდ სინათლის შუქს ხედავს. ამის მიუხედავად მაკეტების შექმნა არ შეუწყვეტია. თითოეულ დეტალს, მონაკვეთს ხელით შეიგრძნობს, ზომავს და ასე ქმნის საოცარ ნამუშევრებს.

ყველა ახალი ამბავი
0