ინაშვილი: ჩემ მიმართ დაირღვა სიტყვის თავისუფლების უფლება

© Sputnik / Alexander Imedashviliირმა ინაშვილი საარჩევნო უბანზე
ირმა ინაშვილი საარჩევნო უბანზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი მის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ ამბებზე საუბრობს.
ინაშვილი: ჩემ მიმართ დაირღვა სიტყვის თავისუფლების უფლება

„10 სექტემბერს სასტუმრო „რუმსში“ ჩემ მიმართ დაირღვა სიტყვის თავისუფლების უფლება, გამოხატვის უფლება და ასეთი ფაქტი სხვა დროს აღარ უნდა განმეორდეს. და დღეს ჩვენი მთავარი გზავნილია – შეწყდეს მწამებელთა მხარდაჭერა საქართველოში“, – ამბობს ირმა ინაშვილი.

რამდენიმე დღის წინ ირმა ინაშვილსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი წარმომადგენელს დევიდ კრამერს შორის ინციდენტი მოხდა. საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე ინაშვილი დაუპატიჟებლად მივიდა და სიტყვა მოითხოვა, რადგან ამ ღონისძიებაზე მის პარტია „პატრიოტთა ალიანსს", მისი აზრით, ცილი დასწამეს. მასთან მივიდა კრამერი და დარბაზის დატოვება მოსთხოვა. ამის შემდეგ დაიწყო სიტყვიერი დაპირისპირება.

ყველა ახალი ამბავი
0