ამონაშვილი: არც ერთი ბავშვი დაბადებიდან ზარმაცი არ არის, მერე ვაზარმაცებთ

© photo: Nini Kereselidze / FBშალვა ამონაშვილი
შალვა ამონაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პედაგოგი, ფსიქოლოგი შალვა ამონაშვილი სწავლის მიმართ ბავშვების დამოკიდებულებაზე საუბრობს.
ამონაშვილი: არცერთი ბავშვი დაბადებიდან ზარმაცი არ არის, მერე ვაზარმაცებთ

„როგორც წყალი გინდა და ეძებ სად დალიო, ისე სწავლა ყველას უნდა. არ არსებობს ბავშვი, რომელსაც სწავლა არ უნდა. არ თქვათ ბავშვი ზარმაციაო, მერე ვაზარმაცებთ. არც ერთი ბავშვი დაბადებიდან ზარმაცი არ არის. ბავშვი არის ბუნება და ბუნება არასოდეს არ დგას ერთ ადგილზე. ყოველთვის რაღაცას ანგრევს, ყოველთვის რაღაცას აშენებს და მიდის წინ“, – ამბობს შალვა ამონაშვილი.

ცნობილი პედაგოგის თქმით, ბავშვს არასოდეს არ უნდა მიაწებო იარლიყი, რომ ის ზარმაცია. ეს უარყოფით გავლენას იქონიებს მასზე და უარეს შედეგს მოიტანს.

 

ყველა ახალი ამბავი
0