ბადალაშვილი: გული მწყდება ამის გამო, სახურავი ჩამოწვა და ისინი ქვეშ დაიტანა

© photo: courtesy of Dato Badalashviliდათია ბადალაშვილი
დათია ბადალაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიბლიოთეკარი დათია ბადალაშვილი იხსენებს, როგორ აღადგინა და გადაარჩინა დანგრეული ბიბლიოთეკა.
ბადალაშვილი: გული მწყდება ამის გამო, სახურავი ჩამოწვა და ისინი ქვეშ დაიტანა

„არ ვიცი, რატომ გამიჩნდა იქ ასვლის სურვილი. დამხვდა ჩამოგლეჯილი კარი, გადმოყირავებული თაროები და ძირს დაყრილი ასეულობით წიგნი. მეგობრების დახმარებით წიგნები დავალაგე. ფანჯარა და კარიც ჩავაყენეთ, მაგრამ წვიმას ვერაფერი მოვუხერხეთ – სახურავიდან წყალი ზედ წიგნებს დასდიოდა. გადავწყვიტე სახლში ამეტანა ისინი. ყოველ ღამე ვეზიდებოდი ტომრით. მოკლედ, გადავარჩინე ბევრი წიგნი და მწერლების პორტრეტები. გული მწყდება თაროების გამო, სახურავი ჩამოწვა და ისინი ქვეშ დაიტანა“, – ამბობს ბადალაშვილი.

დათია ბადალაშვილი მანგლისის რაიონში, სოფელ დიდ თონეთში დაიბადა. წლების მანძილზე თბილისში ცხოვრობდა, თუმცა ქალაქურ ცხოვრებას ვერ შეეგუა და კვლავ სოფელში დაბრუნდა. დღეს მიწაზე მუშაობს და საქონელს უვლის. მშობლიურ სოფელში დათიამ დანგრეული ბიბლიოთეკა აღადგინა. მისი ძალისხმევით 800-მდე წიგნი გადაურჩა განადგურებას. დღეს ის თავისივე აღდგენილ ბიბლიოთეკაში ბიბლიოთეკარად მუშაობს.

ყველა ახალი ამბავი
0