გახარია: მინდა მადლობა ვუთხრა პარტიის ხელმძღვანელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ნდობისთვის

© photo: Sputnik / Miho Neimanგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია მთავრობის შემადგენლობაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ საუბრობს.
გახარია: მინდა მადლობა ვუთხრა პარტიის ხელმძღვანელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ნდობისთვის

„ხაზგასმით მინდა მადლობა გადავუხადო პარტიის ხელმძღვანელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ნდობისთვის. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. რა თქმა უნდა, მადლობა მინდა გადავუხადო პარტიის თითოეულ წევრს, პოლიტსაბჭოს ასეთი მხარდაჭერისთვის და მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს წინამორბედს, ბატონ მამუკა ბახტაძეს გაწეული შრომისთვის“, – ამბობს გახარია.

გახარიას განცხადებით, მთავრობის შემადგენლობას და პროგრამას ის პარლამენტში წარადგენს. მისივე განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს ვახტანგ გომელაური, ხოლო თავდაცვის მინისტრის პოსტს ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს. უშიშროების საბჭოს კი ლევან იზორია უხელმძღვანელებს.

ყველა ახალი ამბავი
0