თალაკვაძე: შემოდგომაზე ცნობილი გახდება, როგორ დაკომპლექტდება საპარლამენტო გუნდი

© photo: Archil Talakvadze / FBარჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პროპორციულ საარჩევნო სისტემასა და მომავალ პოლიტიკურ სისტემაზე ისაუბრა.
თალაკვაძე: შემოდგომაზე ცნობილი გახდება, როგორ დაკომპლექტდება საპარლამენტო გუნდი

„რაც შეეხება მომდევნო საპარლამენტო კონფიგურაციას, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, „ქართულ ოცნებას“ გვაქვს კოალიციური მართვის გამოცდილებაც, გვაქვს მყარი უმრავლესობით მართვის გამოცდილებაც, პატივს ვცემთ ჩვენი საზოგადოების და მოქალაქეების არჩევანს, როგორიც არ უნდა იყოს ის. ბუნებრივია, ამის შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებებს. რაც შეეხება კოალიციებს, ამაზე ჯერ საუბარი ნაადრევია. რომელი პარტიები დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან, ეს იქნება დამოკიდებული არჩევნების შედეგებზე“ - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, შემოდგომაზე ცნობილი გახდება, თუ როგორ მოხდება მმართველი პარტიის საპარლამენტო გუნდის დაკომპლექტება

ყველა ახალი ამბავი
0