პროკურატურა: ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

© photo: TBC bank / FBმამუკა ხაზარაძე
მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე ბრალის წარსადგენად დაიბარა.
პროკურატურა: ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 17 მილიონამდე დოლარის გათეთრებაზე წარედგინებათ ბრალი

„გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით)“, – აცხადებენ პროკურატურაში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას (ფულის გათეთრებას) გულისხმობს (ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 9-დან 12 წლამდე.

 

ყველა ახალი ამბავი
0