ცქიტიშვილი: ეკა ბესელიას მხრიდან პირადი ცხოვრების კადრებზე საუბარი უკვე დამღლელია

გამოწერა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი დეპუტატ ეკა ბესელიაზე და მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე საუბრობს.
ცქიტიშვილი: ეკა ბესელიას მხრიდან პირადი ცხოვრების კადრებზე საუბარი უკვე დამღლელია

„დამღლელია ძალიან უკვე ქალბატონი ეკა ბესელიას მხრიდან მის პირად ცხოვრებასა და მისი პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოკადრებზე საუბარი და მუდმივად ამის დღის წესრიგში ქონა. პირველი, რასაც აუცილებლად ვიტყვი, არის ის, რომ შესაბამისი პასუხი ამას ყველაფერს გაეცა, ჰქონდა შესაბამისად გამოძიებასაც საშუალება, მასაც ჰქონდა საშუალება, რომ გამოძიებას მიაწოდოს ყველა ინფორმაცია, რომელიც მის ხელთ არის არსებული“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრის თქმით, ეკა ბესელიას მხრიდან ეს ყველაფერი იმის მცდელობაა, რომ ახალი ამბების დღის წესრიგში იყოს.

ყველა ახალი ამბავი
0