ნონა ხიდეშელი: ფერად-ფერადი თმები, საყურეები, ტატუები – არასრულფასოვნების კომპლექსია

გამოწერა
ფსიქოლოგი ნონა ხიდეშელი საუბრობს იმაზე, თუ რატომ სურს ადამიანს, რომ იყოს განსხვავებული და როგორ იღებს საზოგადოება მასისგან განსხვავებულ ადამიანს.
ნონა ხიდეშელი: ფერად-ფერადი თმები, საყურეები, ტატუები არასრულფასოვნების კომპლექსია

„ადამიანს, ერთი მხრივ, მიდრეკილება აქვს ინდივიდუალიზმისკენ, მეორე მხრივ კი ერგება კოლექტიურ აზროვნებას და ებრძვის ინდივიდუალიზმს. საზოგადოება კი ვერ იღებს განსხვავებულ ადამიანს. რამდენად გრძნობს საზოგადოება განსხვავებულ ადამიანს – ეს კიდევ სხვა თემაა. რეალურად განსხვავებულობა – ეს არის აბსოლუტური ინდივიდუალიზმი, რომელიც არ ყვირის, არ ჩანს“, – აღნიშნა ნონა ხიდეშელმა.

ფსიქოლოგის განმარტებით, ფერად-ფერადი თმები, საყურეები, ტატუები, ეს ყველაფერი თავისებურად ლამაზია, მაგრამ ამის სურვილი კომპლექსებიდან არის გამომდინარე, რასაც აყალიბებს სოციუმი, რადგან როგორ კარგადაც არ უნდა იყო, მაინც გაგრძნობინებენ, თითქოს არავინ ხარ.

ყველა ახალი ამბავი
0