მამუკა ბახტაძე: მედიაპლურალიზმი არის ჩვენი ყველაზე დიდი მონაპოვარი

გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან Rustavi 2-ის საქმეზე ისაუბრა.
მამუკა ბახტაძე: მედია პლურალიზმი არის ჩვენი ყველაზე დიდი მონაპოვარი

„ეს არის სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და თითოეულმა ჩვენგანმა პატივი უნდა ვცეთ. მედიაპლურალიზმი არის ჩვენი ყველაზე დიდი მონაპოვარი და მას განსაკუთრებით ვუფრთხილდებით. ამ საქმეს მედიაპლურალიზმის შესაძლო ზიანთან არანაირი საერთო არ აქვს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ყველა უნდა დაემორჩილოს.

ყველა ახალი ამბავი
0