მამუკა ბახტაძე: ქრონიკული დაავადებების წამლები ერთ ლარად გაიყიდება

გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომაზე ქრონიკული დაავადების მედიკამენტების ერთ ლარად შეძენაზე ისაუბრა.
მამუკა ბახტაძე: ქრონიკული დაავადების წამლები ერთ ლარად გაყიდება

„ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში შეგვაქვს ცვლილება. დღეიდან არსებული დიფერენცირება იხსნება. სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად პენსიონერები, შშმ პირები და სხვა ჯგუფები შეძლებენ მედიკამენტების შეძენას ერთ ლარად. შეჭირვებული მოსახლეობის მიერ „ჯიბიდან გადახდილი თანხები“ მედიკამენტებზე მინიმალური უნდა იყოს“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საუბარია 35 დასახელების მედიკამენტებზე, რომლებიც ექვსი ქრონიკული დაავადებისას: დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა, ფარისებრი ჯირკვლის, პარკინსონის, ფილტვის და ეპილეფსიის დროს გამოიყენება

ყველა ახალი ამბავი
0