ბახტაძე: სექტემბრიდან გოგებაშვილის „დედა ენა“ სკოლებში დაბრუნდება

გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოფელ ვარიანში გამართულ პრეზენტაციაზე იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ სკოლაში დაბრუნებაზე საუბრობს.
ბახტაძე: სექტემბრიდან გოგებაშვილის „დედა ენა“ სკოლებში დაბრუნდება

„იაკობ გოგებაშვილი თავის წიგნს როდესაც წერდა, მას სწორედ ეს განზრახვა ჰქონდა, რომ ეს წიგნი გადაცემულიყო თაობიდან თაობას, რომ ჩვენ შეგვენარჩუნებინა ყველაზე წმინდა, ქართული ენა და ქართული ანბანი. შემდეგ მთელი ქართული განათლების სისტემა დაეფუძნა სწორედ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ პრინციპს და ეს წიგნი თითოეული ქართველისთვის არის წმინდა და სათაყვანებელი. მაგრამ, სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ადამიანების მოქმედების შედეგად იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ იქნა ამოღებული სასწავლო პროგრამიდან. სექტემბრიდან ქართულ სკოლებში დაბრუნდება იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“, – ამბობს მამუკა ბახტაძე.

პრემიერის თქმით, ახალი სასწავლო წლიდან ყველა პირველკლასელი "დედა ენას" უფასოდ მიიღებს.

ყველა ახალი ამბავი
0