14:51 16 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2725
  • 100 RUB4.6078
  • USD2.9701

კალაძე: ლისის ტბაზე ასასვლელი ახალი გზის მშენებლობა იწყება

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
9710

თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობის დაწყებაზე ისაუბრა.

„ჩვენ ვიწყებთ მასშტაბურ პროექტს – მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას. იცით, რომ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს. ეს გზა საკმაოდ დატვირთულია და გვინდა, რომ ლისიდან ჩამოსასვლელი კიდევ ერთი ახალი პროექტი განვახორციელოთ, რომელიც „ვეფხვისა და მოყმის“ ძეგლის მიმდებარე ტერიტორიას დაუკავშირდება. პროექტის ღირებულება 15 მილიონი ლარია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, ახალი გზის მშენებლობას დაახლოებით შვიდი თვე დასჭირდება.

მთავარი თემები