კალაძე: მერია დარღვევებით აშენებული შენობა-ნაგებობების ნაწილს ექსპლუატაციაში მიიღებს

© photo: Kakha Kaladze / FBკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერი კახა კალაძე დასრულებულ, თუმცა ექსპლუატაციაში მიუღებელ საცხოვრებელ შენობა-ნაგებობებზე საუბრობს.
კალაძე: მერია დარღვევებით აშენებული შენობა-ნაგებობების ნაწილს ექსპლუატაციაში მიიღებს

„ჩვენდა სამწუხაროდ, ასეთი შენობა-ნაგებობები ბევრია ქალაქში და იქ წლების განმავლობაში ცხოვრობენ ადამიანები. 600-ზე მეტი ობიექტია ასეთი, რომელიც დამთავრებულია, დასრულებულია, მაგრამ ექსპლუატაციაში არ არის მიღებული. ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, პირველ რიგში, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, ვინც ამ შენობა-ნაგებობაში ფლობს ფართებს, რადგან ასეთი ფართების ფასი საბაზრო ფასთან შედარებით არის ძალიან დაბალი და ვერ იყენებს ვერაფერში, მაგალითად, კრედიტის გამოტანა თუ დასჭირდა, არც ერთი ბანკი ასეთ ფართს არ ჩაიდებს. შესაბამისად, ვაკეთებთ ამნისტიას და ეს შენობა-ნაგებობები გვინდა მივიღოთ ექსპლუატაციაში“, – ამბობს კალაძე.

თბილისის მერის თქმით, ამნისტია არ შეეხება ისეთ დარღვევებს, რომლებიც დაკავშირებულია უსაფრთხოებასა და ქალაქის ვიზუალურ სტანდარტთან, მაგრამ იგი შეეხება ისეთ დარღვევებს, რომელთა გამოსწორებაც უკვე შეუძლებელია. მისი თქმით, ანალოგიური დარღვევები მომავალში სისხლის სამართლის დანაშაული იქნება.

 

ყველა ახალი ამბავი
0