პლიევი: მივიღე გადაწყვეტილება, ჩემ სამ შვილს ჩემთან ერთად განეცადა დედის გარდაცვალება

გამოწერა
სტილისტი, კოლორისტი ნიკა პლიევი მეუღლის დაღუპვის ამბავს იხსენებს.
პლიევი: მივიღე გადაწყვეტილება, ჩემს სამ შვილს, ჩემთან ერთად განეცადათ დედის გარდაცვალება

„ექვსი წელი ვიყავით ერთად. მეშვიდე წელს მოხდა ეს ტრაგედია. ჩემი მეუღლე სახლში იყო, მე სამსახურში ვიყავი. დამირეკა, რომ დედამისთან უნდოდა წასვლა და უფროსი გოგოს წაყვანა. მე ვუთხარი, რომ გვიანი იყო და თავი შეეკავებინა, ან ბავშვის გარეშე წასულიყო. უკვე ღამის 10 საათი იყო, თავისი მანქანით არ წავიდა. დასავლეთისკენ მიმავალ მინივენს გაჰყვა. გზაში მოხდა ავარია და ყველა დაიღუპა, ვინც იქ იჯდა“, – იხსენებს ნიკა პლიევი.

მისი თქმით, ეს ტრაგიკული ამბავი უახლოესმა მეგობარმა შეატყობინა. ნათესავებს სურდათ, რომ გარდაცვლილი დედა ბავშებს არ ენახათ, თუმცა მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამივე შვილს მასთან ერთად განეცადა ეს ყველაფერი.

ყველა ახალი ამბავი
0