ჭელიძე: „მეტრომანის“ ბარათებით 136 ათასი ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტი გახსნილია

© photo: Mamuka Chelidze / FBშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მამუკა ჭელიძე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მამუკა ჭელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მამუკა ჭელიძე ბრიფინგზე კიბერდანაშაულზე საუბრობს.
ჭელიძე: „მეტრომანის“ ბარათებით 136 ათასი ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტი გახსნილია

„დანაშაულებრივი ჯგუფი მიმდინარე წლის დასაწყისიდან მოქმედებდა და კომპანია „მეტრო სერვის+“-ს ქონებრივ ზიანს აყენებდა. დაკავებულები აღნიშნული კომპანიის კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ აღწევდნენ და „მეტრომანის“ ბარათებზე თანხებს ვირტუალურად ასახავდნენ. შემდგომ, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ბარათს დროებით სარგებლობაში გადასცემდნენ სხვადასხვა პირს – ძირითადად ტურისტებს, რომლითაც ისინი მგზავრობის ღირებულებას იხდიდნენ. დაკავებულია ექვსი პირი“, – აღნიშნა მამუკა ჭელიძემ.

ჭელიძის განმარტებით, ხელოვნურად ასახული თანხების ოდენობამ, 2019 წლის დასაწყისიდან დაკავების მომენტამდე, 136 ათასი ლარი შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0