ახალი ტიპის ბიზნესი: როგორ იბარებდნენ ჯართს პატიმრები

© photo: Tornike Bibileishvili / FBსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი თორნიკე ბიბილეიშვილი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი თორნიკე ბიბილეიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი თორნიკე ბიბილეიშვილი საუბრობს ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების დანაშაულზე.
თორნიკე ბიბილეიშვილი: სახელმწიფომ იზარალა 1 მლნ 200 ათას ლარზე მეტი

„ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით სოციალურად დაუცველი და სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის ნასამართლევი პირების სახელზე სამეწარმეო საქმიანობის განზრახვის გარეშე საქართველოს მასშტაბით დაარეგისტრირა 10-ზე მეტი საწარმო, რომელთა საშუალებითაც ახორციელებდა ჯართის ფიქტიურ შესყიდვებს და გაწერებს“, – აღნიშნა თორნიკე ბიბილეიშვილმა.

გამომძიებლის განმარტებით, უკანონოდ ჩათვლილი დამატებული ღირებულების გადასახადის ოდენობა 1,2 მლნ ლარს აღემატება.

ყველა ახალი ამბავი
0