გაგოშიძე: შვილისთვის მანქანას იმიტომ ყიდულობ, რომ გინდა შენი მონა იყოს

© photo: 59 Seconds / FBთამარ გაგოშიძე
თამარ გაგოშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობაზე საუბრობს.
გაგოშიძე: შვილისთვის მანქანას იმიტომ ყიდულობ, რომ გინდა შენი მონა იყოს

„ჩვენ ძალიან ვართ მიწებებული მატერიაზე. ეს საწყალი მშობლები 24 საათს მუშაობენ, ზუსტად იმისთვის, რომ თავისი შვილები უზრუნველყონ. ამაში არ არის ბედნიერება. ერთ ჩემ ნაცნობ უცხოელ პროფესორს გაუკვირდა, რა წარმატებული ახალგაზრდები გყოლიათ, საკუთარ მანქანაზე რომ სხედანო. მან იგულისხმა, რომ თვითონ შეიძინეს ეს მანქანები. როცა გაიგო, რომ მშობლები ყიდულობდნენ ამ მანქანებს, კაცი გაოგნდა. იმიტომ რომ ასეთი რამ დაუშვებელია“, – ამბობს თამარ გაგოშიძე.

ნეიროფსიქოლოგის თქმით, მშობლები იმიტომ ყიდულობენ შვილებისთვის მანქანებს, რომ მერე მათი მონები იყვნენ და რაც უნდათ, ის გაუკეთონ. არც მშობელს და არც ბავშვს ცხოვრება არ უხარიათ და ასეთ დეპრესიულ საზოგადოებაში სწორედ ამიტომაა ძალადობაც.

ყველა ახალი ამბავი
0