ღამბაშიძე: „სიკეთის ყუთში“ ყველას შეუძლია შემოწირული ტანსაცმლის მოთავსება

© photo: courtesy of Nino Ghambashidzeსაქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასის“ კომუნიკაციისა და ფონდების მოძიების მენეჯერი ნინო ღამბაშიძე
საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასის“ კომუნიკაციისა და ფონდების მოძიების მენეჯერი ნინო ღამბაშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასის“ კომუნიკაციისა და ფონდების მოძიების მენეჯერი ნინო ღამბაშიძე „Sputnik–საქართველოს“ მკითხველისთვის პროექტ „სიკეთის ყუთის“ შესახებ საუბრობს.
ღამბაშიძე: „სიკეთის ყუთში“ ყველას შეუძლია შემოწირული ტანსაცმლის მოთავსება

„სიკეთის ყუთში“ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შემოწირული ტანსაცმლის მოთავსება. ტანსაცმელი მიდის „საქართველოს კარიტასში“, სადაც მოხალისეები ტანსაცმელს ახარისხებენ. შემოწირული ტანსაცმლის 30% მიეწოდება საქველმოქმედო ფონდის ბენეფიციარებს, ხოლო 60% ურიგდება სოციალურად დაუცველ, ყველაზე შეჭირვებულ მოსახლეობას პროექტ „ტანსაცმლის დარიგების პუნქტის“ მეშვეობით“, – აღნიშნა ნინო ღამბაშიძემ.

მენეჯერის განმარტებით, „სიკეთის ყუთები“ დგას: სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში“, კაფეში „ახალი მზიური“, სავაჭრო ცენტრ „მერანში“, „საქართველოს კარიტასის“ დიდუბის ცენტრში, თბილისის „მწვანე სკოლაში“, საერთაშორისო აკადემია „ლოგოსში“, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში და სკოლა-ლიცეუმში „სხივი“.

ყველა ახალი ამბავი
0