კვიციანი: კანაფმა მომადუნა და მოდუნება არ მიყვარს

© photo: courtesy of T. Chochuaემზარ კვიციანი
ემზარ კვიციანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის დეპუტატი, პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ემზარ კვიციანი მარიხუანაზე საუბრობს.
კვიციანი: კანაფმა მომადუნა და მოდუნება არ მიყვარს

„კანაფი ერთხელ მაქვს მოწეული, არ მომეწონა, სხვათა შორის, მომადუნა და მოდუნება არ მიყვარს მე. მირჩევია 300 გრამი არაყი დავლიო, ან ღვინო დავლიო ერთი ბოთლი, რომელიც ჯანზე და ხასიათზე მაყენებს ხოლმე. ეს მირჩევია, ვიდრე მოდუნებული ცხოვრება“, – ამბობს ემზარ კვიციანი.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ საქართველოში მოქალაქეები მარიხუანის მოწევის გამო კი არ უნდა ისჯებოდნენ, არამედ მათ ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდებათ.

 

ყველა ახალი ამბავი
0