ხომასურიძე: ბავშვს ჰემოფილიის მძიმე ფორმა აქვს, თუ...
„თუ ჰემოფილიის მძიმე ფორმა აქვს ბავშვს, როდესაც ხოხვას იწყებს, მას უჩნდება გარკვეული სისხლჩაქცევები იმ ადგილებზე, რომლებიც ტრავმის რისკებს წარმოადგენს: მუხლებზე, კოჭებზე, იდაყვებზე. პირველი სიმპტომი აქედან იწყება. ასევე ჰემოფილია შეიძლება გამოვლინდეს მშობიარობის დროს“, — ამბობს რომანოზ ხომასურიძე.
„პაციენტთა კავშირის“ თავმჯდომარის თქმით, ჰემოფილიის მძიმე ფორმით დაავადებულებს უნდა ჰქონდეთ მუდმივი პროფილაქტიკური მკურნალობა, რათა თავიდან აიცილონ დაინვალიდება, განსაკუთრებით ეს ეხება ბავშვებს.