09:20 27 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2356
  • 100 RUB4.5039
  • USD2.8470

ფოცხვერაშვილი: გაღებული მოწყალებით ბავშვს ქუჩაში ვაბრუნებთ

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
2710

სოციალური კამპანია „ემეგობრეს“ ორგანიზატორი სოფიო ფოცხვერაშვილი მიუსაფარ ბავშვებზე საუბრობს.

„რაც შეიძლება მეტმა ხალხმა გვინდა გაიგოს, რომ ბავშვისთვის ფულის მიწოდებით პრობლემას არასოდეს ეშველება და, პირიქით, გაღრმავდება. ყოველი მიცემული ფულით ჩვენ ბავშვს ვაბრუნებთ ქუჩაში, მიცემული ფული მათი განვითარებისთვის კი არა, მათი უკან წასვლისთვის იხარჯება. საქართველოში დახმარება ცოტა სხვანაირად გვესმის და გვგონია, რომ დახმარება მხოლოდ ფულით შეიძლება“, — ამბობს სოფო ფოცხვერაშვილი.

მისი თქმით, მიუსაფარი ბავშვი ხშირად საკუთარი ოჯახის შემოსავლის წყარო ხდება და მას იყენებენ. ამიტომ მის გამოყენებას რომ ხელი შევუშალოთ, ფულის მიცემის ნაცვლად მასზე ზრუნვა უნდა დავიწყოთ.

მთავარი თემები