მხეიძე: გინდა იყო დეპრესიაში? იყავი, ვინ გიშლის

გამოწერა
ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე დეპრესიაზე საუბრობს.
მხეიძე: გინდა იყო დეპრესიაში? იყავი, ვინ გიშლის

„როდესაც ცუდზე ფიქრობს ადამიანი და მეუბნება, დეპრესიაში ვარო, მე ვეუბნები, მე დეპრესიიდან კი არ გამოგიყვან, შეიძლება უფრო დაგიმძიმო-მეთქი. ოღონდ რომ ვუმძიმებ, უფრო ეცინებათ. რომ მეუბნებიან, უბედური ვარო, ვეუბნები — უბედური კი არა, უარესად ხარ. ეს მოხდა? კიდევ უარესი მოხდება-მეთქი, ვეუბნები. გინდა იყო ცუდად? იყავი, ვინ გიშლის?! ბოლოს ერთმა მითხრა, დეპრესიაში ვეღარ შევდივარ, მაშინვე შენი ლაპარაკი მახსენდებაო“, — ამბობს ზურაბ მხეიძე.

ფსიქოლოგის თქმით, თავად ადამიანის ხელშია, იქნება თუ არა ცუდ ხასიათზე, ან დეპრესიაში.

ყველა ახალი ამბავი
0