კვიციანი: ქურდული ტრადიციებისთვის დასჯა ქართველების გენოციდისთვის არის გამოგონილი

© photo: courtesy of T. Chochuaემზარ კვიციანი
ემზარ კვიციანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის დეპუტატი, პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ემზარ კვიციანი საუბრობს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლზე, რომლითაც „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „კანონიერი ქურდობა“ ისჯება.
კვიციანი: ქურდული ტრადიციებისთვის დასჯა ქართველების გენოციდისთვის არის გამოგონილი

„მინდა შევეხო ერთ თემას, რასაც ჰქვია ქურდული ტრადიციები და 223-ე პრიმა მუხლს, რომელიც ახალგაზრდა ქართველების გენოციდისთვის არის გამოგონილი. ეს ქურდული ტრადიციები გადმოსულია ქართული ტრადიციებიდან, კავკასიური ტრადიციებიდან და რატომღაც ქურდული დაარქვეს. ამ კავკასიური და ქართული ტრადიციების გულისთვის ციხეში გავუშვათ ყველა და მაშინ ჩავსხდეთ ყველა ციხეში“, – ამბობს კვიციანი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს 223-ე პრიმა მუხლი 2006 წლის 28 აპრილს დაემატა, რომლის თანახმად, „ქურდული სამყაროს წევრობა“ ხუთიდან რვა წლამდე, ხოლო „კანონიერი ქურდობა“ შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0