04:01 20 მარტი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0474
  • 100 RUB4.1721
  • USD2.6840
მიკროფონი
© Sputnik / Alexander Imedashvili

ჭოხონელიძე: დღეს 850 მლნ ადამიანს აქვს თირკმლის ქრონიკული დაავადება

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
72 0 0

ნეფროლოგი ირმა ჭოხონელიძე თირკმლის დღესთან დაკავშირებით საუბრობს იმაზე, რა მდგომარეობაა ამჟამად საქართველოში თირკმლის ქრონიკულ დაავადებასთან დაკავშირებით.

„საქართველოში არცთუ ისე შორეულ წარსულში ვერ ხდებოდა ყველა იმ პაციენტის დიალიზით უზრუნველყოფა, ვისაც თირკმლის დაავადება ჰქონდა. ასევე იყო პერიოდი, როცა დიალიზის მომლოდინეთა სიაში პაციენტების რაოდენობა ლიმიტირებული იყო. დღეს ჩვენ სიამაყით ვამბობთ, რომ ვისაც სჭირდება დიალიზი, საქართველო ყველას უზრუნველყოფს მკურნალობით. დღევანდელი მონაცემებით, 850 მლნ ადამიანს აქვს თირკმლის ქრონიკული დაავადება“, – აღნიშნა ირმა ჭოხონელიძემ.

ნეფროლოგის განმარტებით, დღეს საქართველოს შეუძლია უზრუნველყოს პაციენტების ადეკვატური მკურნალობა და გააგრძელოს მათი სიცოცხლე, ვისაც თირკმლის ქრონიკული დაავადება აქვს.

მთავარი თემები