10:07 20 მარტი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0474
  • 100 RUB4.1721
  • USD2.6840

მიშა ფეიქრიშვილი: საქართველოში „დელტა“ ახალი სახანძრო მანქანების წარმოებას დაიწყებს

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
73 0 0

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მიშა ფეიქრიშვილი საუბრობს იმაზე, როგორ გადადის უწყება თანამედროვე სისტემაზე.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაიწყო ავტოპარკის განახლებაზე მუშაობა. პირველ ეტაპზე ჩვენმა სამსახურმა შეიძინა ტყის სახანძრო მანქანები, და ეს გამოწვეული იყო იმ გამოცდილებით, როდესაც ბორჯომში და აბასთუმანში ისე განვითარდა მოვლენები, რომ საქართველო იძულებული გახდა დახმარებისთვის მიემართა მეზობელი ქვეყნებისთვის. მეორე ეტაპი წლის ბოლოს დაიწყება: სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მწარმოებელი მსოფლიოს უმსხვილესი კომპანია „როზენბაუერის“ ბაზაზე შექმნილი მანქანების წარმოებას საქართველოში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი  „დელტა“ დაიწყებს“, – აღნიშნა მიშა ფეიქრიშვილმა.

ფეიქრიშვილის განმარტებით, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი პირველ ეტაპზე 150-მდე მანქანას შექმნის საქართველოს სახანძრო-სამაშველო სამსახურისთვის.

მთავარი თემები