სეფიაშვილი: აღარ მივიღებ მეგობრებს, რომლებიც ჩემი ცხოვრებიდან მტკივნეულ მომენტში გაქრნენ

© Facebook / Elka Lionessცისანა სეფიაშვილი
ცისანა სეფიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომღერალი ცისანა სეფიაშვილი საუბრობს იმაზე, როგორ გრძნობს თავს მეუღლესთან დაშორების შემდეგ.
სეფიაშვილი: აღარ მივიღებ მეგობრებს, რომლებიც ჩემი ცხოვრებიდან მტკივნეულ მომენტში გაქრნენ

„ვეგუები ახალ ცხოვრებას. ახლა მაქვს გარდამავალი პერიოდი. ძალიან ბევრი საქმე მაქვს, ახალ ალბომზე ვმუშაობ და მიყვარს საქმე, რომელსაც ვაკეთებ. საბედნიეროდ, ძალიან კარგი მეგობრები მყავს გარშემო. ჩემი საყრდენია ჩემი მეგობრები, რომლებიც დამრჩენ“, – ამბობს ცისანა სეფიაშვილი.

მომღერლის თქმით, ოჯახის დანგრევის შემდეგ იყვნენ მეგობრები, რომლებიც მისი ცხოვრებიდან გაქრნენ. ამბობს, რომ ასეთ მეგობრებს არასოდეს მიიღებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0