არეშიძე: ჩემი ოჯახი ცდილობს ყველას დაეხმაროს, თუმცა მეტს ითხოვენ

© photo: Anna's blog / FB ანუკი არეშიძე
ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერის მეუღლე, დიზაინერი ანუკი არეშიძე ქველმოქმედებაზე საუბრობს.
არეშიძე: ჩემი ოჯახი ცდილობს ყველას დაეხმაროს, თუმცა მეტს ითხოვენ

„გაკეთებული მაქვს პროექტი, რომელზეც ძალიან ბევრმა ადამიანმა იმუშავა და მინდა, რომ ძალიან სწორი ხაზით წავიდე. საბოლოოდ გავაკეთებ ამ ფონდის პრეზენტაციას, რომელიც მოიცავს ბავშვების განათლებას, რათა მომავალ თაობას მივცეთ მეორადი პროფესიები. ასევე ბავშვებს, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველები“, – ამბობს ანუკი არეშიძე.

დიზაინერის განცხადებით, მისი ოჯახი ყოველთვის იყო ჩართული ქველმოქმედებაში, თუმცა პოლიტიკოსის მეუღლისგან მაინც მეტს ითხოვენ ხოლმე.

ყველა ახალი ამბავი
0