სურგულაძე: სად და როგორ ნახავთ, რამდენია დარიცხული თქვენს საპენსიო ანგარიშზე

გამოწერა
საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე საუბრობს იმის შესახებ, რომ საპენსიო სააგენტოს საიტზე პირადი ანგარიშის შესახებ ინფორმაციის ნახვა ყველა დასაქმებულს შეუძლია.

 

სურგულაძე: სად და როგორ ნახავთ, რამდენია დარიცხული თქვენს საპენსიო ანგარიშზე

„შებრძანდით საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.pensions.ge), იქ არის ღილაკი „საპენსიო სააგენტოს სისტემაში გადასვლა“, გადადიხართ სისტემაში, თქვენმა ბუღალტერმა უნდა მოგცეთ დროებითი პაროლი, თქვენი ლოგინ-სახელი (log in) კი არის თქვენი პირადი ნომერი. შეიყვანთ ამ მონაცემებს და სისტემა მოგთხოვთ შეცვალოთ პაროლი და თქვენი დააყენოთ. ამის შემდეგ თქვენ ყველა ინფორმაცია გამოგიჩნდებათ, მათ შორის, თქვენი დამსაქმებლების სიაც“, – ამბობს ლევან სურგულაძე.

საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან 40 წლამდე ასაკის თითოეული დასაქმებული მოქალაქე ვალდებულია სიბერისთვის თანხის დაგროვება დაიწყოს – ქვეყანაში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა. ახალი სქემის თანახმად, საქართველოს თითოეულ დასაქმებულ მოქალაქეს ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხოელს ექნება საკუთარი საპენსიო ანგარიში, რომელზეც ის ყოველთვიურად ხელფასის 2%-ს გადარიცხავს, იმავე რაოდენობის თანხას გადაურიცხავს დამსაქმებელი და ასევე სახელმწიფო.

ყველა ახალი ამბავი
0