მათითაშვილი: პირბადის სწორად გამოყენების სამი წესი არსებობს

© photo: The Doctors / FBკოტე მათითაშვილი
კოტე მათითაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პლასტიკური ქირურგი, გადაცემა „ექიმების“ წამყვანი კოტე მათითაშვილი საუბრობს, თუ როგორ გამოვიყენოთ პირბადე სწორად.
მათითაშვილი: პირბადის სწორად გამოყენების სამი წესი არსებობს

„ნიღბის ეფექტური მოხმარებისათვის სამი წესი არსებობს. პირველი - ნიღაბს მიეცით ისეთი ფორმა, რომ მაქსიმალურად მოგერგოთ სახისა და ცხვირ-პირის არეში, მეორე წესი, რომელსაც არავინ იცავს -ნიღაბი უნდა გამოიცვალოს ორ-სამ საათში ერთხელ. მესამე წესი - არასოდეს გამოიყენოთ ორჯერ, როდესაც მას მოიხსნით, აუცილებლად გადააგდეთ ნაგვის ურნაში და არა ქუჩაში“, -ამბობს მათითაშვილი.

ექიმის თქმით, ნიღბით უნდა დავიცვათ ცხვირის, პირის და ნიკაპის ზონა.  სრულიად გამოუსადეგარია ნიღბის აფარება მხოლოდ პირზე.

ყველა ახალი ამბავი
0