ბატიაშვილი: სკოლებთან საათში ერთხელ გვექნება კომუნიკაცია

© photo: Prime Time / FBმიხეილ ბატიაშვილი
მიხეილ ბატიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი სასწავლო დაწესებულებებს რეკომენდაციით მიმართავს, რომ ვირუსების თავიდან ასაცილებლად განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ჰიგიენას.
ბატიაშვილი: სკოლებთან საათში ერთხელ გვექნება კომუნიკაცია

„ჩვენი სამინისტროს მხრიდან გავრცელდა ახალი რეკომენდაციები, რაც ეხება სასწავლო დაწესებულებებში შესაბამისი ჰიგიენური წესების მაქსიმალურ დაცვას, რაც თავიდან აგვარიდებს ვირუსული და ინფექციური დაავადებების შემდგომ გავრცელებას. ჩვენი მხრიდან ყოველდღიურად, ფაქტობრივად ყოველ საათში განხორციელდება სკოლებთან კომუნიკაცია“, – ამბობს ბატიაშვილი.

მინისტრის თქმით, თუ სწავლის პროცესის მიმდინარეობა და ბავშვების ჯანმრთელობის უსაფრთხოება გარკვეულ რისკებთან იქნება დაკავშირებული, სამინისტრო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0