კალაძე: ხაბეიშვილს, მიშას, შალიკოს შეუძლიათ ანძაზე აბრძანდნენ და იქიდან გამოექანონ

გამოწერა
თბილისის მერი კახა კალაძე ოპოზიციის წევრებს ეხმიანება და მოუწოდებს, სატელევიზიო ანძასთან ადგილის გაფართოებით ისარგებლონ.
კალაძე: ხაბეიშვილს, მიშას, შალიკოს შეუძლიათ ანძაზე აბრძანდნენ და იქიდან გამოექანონ

„არ ვიცი, ხაბეიშვილს, არასერიოზულ ადამიანს როგორ უნდა ვუპასუხო სერიოზულად, მაგრამ ერთს გეტყვით: ხაბეიშვილი, მიშა, შალიკო არიან ერთი ტიპის ადამიანები. თქვენ, ალბათ, მთაწმინდა იცით, სატელევიზიო ანძა იცით, ისიც იცით, რომ რეაბილიტაციის პროექტს ვახორციელებთ, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ იქ ადგილს ვაფართოებთ – გამოსაქანებელ ადგილს, და შეუძლიათ ეს ადამიანები აბრძანდნენ და... ნუ, მიშას არ გამოუვა, მაგრამ შეუძლია ჰოლანდიიდან გამოექანოს“, – ამბობს კალაძე.

აღნიშნული განცხადება კალაძემ თბილისის საკრებულოს წევრის ლევან ხაბეიშვილის საპასუხოდ გააკეთა. ხაბეიშვილმა საგამოძიებო უწყებას მოუწოდა, გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზის გამოძიების პროცესში კახა კალაძე დაკითხოს. ხაბეიშვილი ამბობს, რომ კალაძე „ყაზტრანსგაზის“ არაოფიციალური მენეჯერია.

 

ყველა ახალი ამბავი
0