05:22 22 იანვარი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0283
  • 100 RUB4.0074
  • USD2.6613

მათითაშვილი: ყოველდღიურად მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება ჯანმრთელობისთვის არ არის კარგი

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
166310

პლასტიკური ქირურგი, გადაცემა „ექიმების" წამყვანი კოტე მათითაშვილი საუბრობს, რა ზიანს აყენებს ქუსლიანი ფეხსაცმელი ქალის სხეულს.

„ქუსლიანი ფეხსაცმელის ყოველდღიური გამოყენება არ არის კარგი. თუმცა ეს ხელს არ უშლის ქალებს, რომ ჩაიცვან ქუსლიანი ფეხსაცმელი. ისინი სილამაზისთვის მსხვერპლის გასაღებად ყოველთვის მზად არიან. მაგრამ იცით რას სწირავთ ამ სილამაზეს? ეს არის ხერხემალი, მენჯის ძვალი, მუხლი, ტერფი და ა.შ. აქ საუბარია ყოველდღიურ ხმარებაზე“, - ამბობს მათითაშვილი.

მათითაშვილის განცხადებით, როცა ქალი ქუსლიან ფეხსაცმელზე დგას, ტანი ცდილობს წონასწორობა ახლებურად არეგულიროს, სხვანაირად დაიჭიმოს კუნთები, ამიტომ ხერხემალი, სწორ პოზიციაში დგომის ნაცვლად წინ არის გადახრილი, რაც ზიანს აყენებს ხერხემალს.

 

მთავარი თემები