19:46 23 მარტი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0327
  • 100 RUB4.1751
  • USD2.6821

კაკულია: მახსენდება ის დღეები, როცა რაღაცაზე გავუბრაზდი და დანაშაულის გრძნობა მიჩნდება

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
5610

მსახიობი სანდრო კაკულია გარდაცვლილ ძმაზე საუბრობს, რომლის სახელობის პრემიაც თავად დააწესა.

„მთელი ჩემი ენერგია, დრო „იკას პრემიისკენ“ არის მიმართული. გულწრფელად გეტყვით, ძალიან ცოტას ვფიქრობ იკაზე. ღამე რომ მძინავს უცბად თავს წამოვწევ და მახსენდება ის დღეები, როცა რაღაც ცუდად ვუთხარი, გავუბრაზდი, შენიშვნა მივეცი და დანაშაულის გრძნობა მიჩნდება“, ამბობს კაკულია.

მსახიობის თქმით, არასოდეს უჩუქებია ძმისთვის დაბადების დღეზე საჩუქარი, ამიტომ გადაწყვიტა „იკას პრემია“ დაეწესებინა, რომელსაც ახალგაზრდა მსახიობებს გადასცემს. ეს იქნება ძმისთვის მიძღვნილი საჩუქარი, მისი სულის უკვდავსაყოფად.

მთავარი თემები