ფენშუის სპეციალისტის რჩევები – 17 დეკემბერი

გამოწერა
ფენშუის სპეციალისტი ეკატერინე კვარაცხელია „Sputnik–საქართველოს“ მკითხველებს ფენშუის 17 დეკემბრის პროგნოზს აცნობს.
ფენშუის სპეციალისტის რჩევები – 17 დეკემბერი

„17 დეკემბერი წყლის თხის დღეა. მოერიდეთ სპორტის აქტიურ სახეობებს, გამორიცხეთ მთაში ლაშქრობები და საზღვაო ნაოსნობები. ნუ იჩქარებთ საჭესთან, რადგან მაღალია ავარიების ალბათობა. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, ვინაიდან დიდია სხეულის დაზიანების რისკი. კარგი დღეა სადემონტაჟო საქმიანობის დასაწყებად სამშენებლო მოედნებზე, ასევე ქველმოქმედების და ლოცვისთვის“, – აღნიშნა ეკატერინე კვარაცხელიამ.

ფენშუის სპეციალისტის განმარტებით, დღევანდელი დღე არასასურველი დღეა ხარის წელიწადში დაბადებული ადამიანებისთვის.

 

ყველა ახალი ამბავი
0