ენდოკრინოლოგი: შიმშილი ორგანიზმისთვის არის სტრესის მომტანი
„მოდით, დიეტას ვუწოდოთ სწორი კვება. შიმშილი ორგანიზმისთვის არის სტრესის მომტანი. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა პაციენტი გადაწყვეტს ჯანმრთელობისთვის ყურადღების მიქცევას, შეცვალოს ფსიქოლოგია“, – ამბობს ლაშა უჩავა.
ენდოკრინოლოგის განცხადებით, ფიზიოლოგიური კლება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უთანაბრდება ქირურგიულ მკურნალობას. ხანგრძლივი დიეტის განმავლობაში კუჭი ნელ-ნელა ვიწროვდება, მცირდება და ადამიანი ვეღარ მიირთმევს დიდ ულუფებს.