კახა კალაძე: საახალწლოდ თითო სათამაშო ჩამოკიდეთ

გამოწერა
თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საახალწლო სამზადისზე საუბრობს და თხოვნით მიმართავს ყველას, ვისაც შესაძლებლობა აქვს, ქალაქში საახალწლო განწყობა შექმნას.
კახა კალაძე: საახალწლოდ თითო სათამაშო ჩამოკიდეთ

„მინდა თხოვნით მივმართო ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს პირველ სართულზე განთავსებული სავაჭრო ობიექტი, აქვს მაღაზია, ან სუპერმარკეტი. თუ არის ამის შესაძლებლობა, საახალწლოდ გარე ფასადზე, ან შიგნით პატარა, თითო სათამაშო მაინც იყოს ჩამოკიდებული, რომ საახალწლო განწყობა შეიქმნას“, – ითხოვა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა იმედი გამოთქვა, რომ წელს მერია მოსახლეობისთვის საახალწლოდ საუკეთესო განწყობას შექმნის.

 

ყველა ახალი ამბავი
0